23 ივნისს, სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

23 ივნისს, სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (ქ.სიღნაღი - სოფ.ანაგა) მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის და შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო