აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბაქოში გამართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალა-კონცერტი გაიმართა.

სცენაზე წარდგნენ ანსამბლები აჭარიდან, ბათუმის მერიასთან არსებული ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი და სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან კიდევ ერთხელ მიულოცა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული და ისაუბრა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე.

ქართველი მოცეკვავეებისა და ვოკალისტების გამოსვლამდე, მაყურებელთა წინაშე წარდგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი მომღერალი მანანა ჯაფარიძე. გალა-კონცერტს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, ქართული დიასპორის წევრები, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოიცავდა ოფიციალურ მიღებას, ქართული ღვინის ფესტივალს, ქვეყნის ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციას, ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაციასა და ფართო კულტურულ პროგრამას.

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია