სალომე ზურაბიშვილი  სამედიცინო და კვლევით ცენტრებს  ეწვევა, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას

მედიცინის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამედიცინო და კვლევით ცენტრებს მოინახულებს, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, ასევე გიორგი ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტს -,,ბაქტერიოფაგს“ ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის და ბიოუსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას საქართველოში ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირების მიმართულებით.

„პრეზიდენტი ასევე მიესალმება ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევებს, რომლის საშუალებითაც პირველად იქნა აღმოჩენილი ახალი პათოგენები, ასევე სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ფაქტორები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. სალომე ზურაბიშვილი დაათვალიერებს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის, განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნულ საცავს, ასევე სხვადასხვა ლაბორატორიას ბაქტერიოფაგში კი, ფაგოთერაპიის ცენტრს, სასწავლო ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკას მოინახულებს", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა