ახმეტის საკრებულოში ხმაურის გამო სხდომა ჩაიშალა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაურის გამო სხდომა ჩაიშალა. მიზეზი სხდომაზე, სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის მოთხოვნა გახდა, რადგან ისინი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდის სამუშაოების საკითხის განხილვას ითხოვდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის, თამარ ყეინიშვილმა ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკრებულოს სხდომის გაგრძელებას ვერ მოახერხებენ, რადგან მოსახლეობა დარბაზის დატოვებას არ აპირებს.

ყეინიშვილისვე ინფორმაციით, თუშეთის გზის ვითარების შესაფასებლად, საგზაო დეპარტამენტია ადგილზეა და ვითარებას სწავლობს.

საკრებულოს სხდომა სამი საათისთვის გადაიდო.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა