აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი _ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ (ინიციატორი: უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი) პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-10 სხდომაზე მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით, უმრავლესობა ვადების მიზანმიმართულად გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რაც კატეგორიულად უარყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. დავით გაბაიძის განცხადებით, ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოისმენენ.

ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა და მხარი დაუჭირეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტზე განხილვის პროცედურების დაწყებას. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ამასთან, მუშაობა გაგრძელდება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებსა და დამატებებზე. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, ინიციატივა არასაკმარისადაა მომზადებული და გრძელდება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის, ასევე აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან. გადაწყვეტილებას - ინიციატივის პლენარულ სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით, მხარი არც ინიციატორმა დაუჭირა.

ბიურომ ასევე ერთხმად დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს