რუსთავის მერი ქალაქის სხვადასხვა უბანში სპორტული მოედნებისა და სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქალაქის სხვადასხვა უბანში, სპორტული მოედნებისა და სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რუსთავის მერმა, მოადგილე გოჩა ლორიასთან, საკრებულოს წევრებსა და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ათივე ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დაათვალიერა.

ირაკლი ტაბაღუა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

რუსთავის მერმა კომპანიას, რომელიც ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას უზრუნველყოფს, მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს 21-ე მიკრო რაიონის #2 #3. #21, #22 საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, #22 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-20 მიკრო რაიონის #6 და #9 ბინების ეზოში, მინი სტადიონის მშენებლობა ხორციელდება მე-7 მიკრო რაიონში, #24, #25, #7, #5 და #6 კორპუსებთან, ასევე, მე-7ა მიკრო რაიონის #1, მეგობრობის გამზირის #2, #10, თბილისის ქუჩის #2, ნიკოლაძის ქუჩის #7, რუსთაველის ქუჩა #50, ჭყონდიდელის დასახლებაში, ბარნოვის #8, გოგებაშვილისა და მშენებელთა ქუჩებზე, მე-15 მიკრო რაიონის #13 და ტაშკენტის #5-ის ეზოში. კომბინირებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს დონეცკელ მეტალურგთა ქუჩის პირველ გასასვლელში. თითქმის დასრულებულია სამუშაოები ლეონიძის ქუჩის #12 და #14 სახლების ეზოში.

2019 წელს, ქალაქის მასშტაბით, ჯამში, 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სპორტული მოედნების პარალელურად, სხვადასხვა მისამართზე, აქტიურად მიმდინარეობს შიდა ეზოებში სკვერების კეთილმოწყობის პროცესიც. სამუშაოები მე-14 მიკრო რაიონის #46, მესხიშვილის #6 და მესხიშვილის I გასასვლელის #9, მე-6 მიკრორაიონის #2, მე-7ა მიკრორაიონის #1, მე-8 მიკრორაიონის #10 და #11 ბინების ეზოებში ხორციელდება,” - ნათქვამია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი