ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი, რომელიც ცოლის ძმის დასაქმებაში ნეპოტიზმს ვერ ხედავდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. პროკურატურა კი აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, გამოძიებას აწარმოებს.

საქმე ეხება „ტვ 25“ -ის ეთერში გასულ მასალას, რომლის მიხედვითაც ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე ადასტურებს, რომ ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში ნათესავები დაასაქმა. ტელეარხის ინფორმაციით, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში, სავარაუდოდ, 15-მდე პირი ფიქტიურად არის დასაქმებული, რომლებიც ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ.

სულიკო ბლადაძემ ტელეკომპანია „ტვ 25“-ს განუცხადა, რომ მისი ძმა და ცოლის ძმა დაასაქმა, რადგან სამსახურში თავისუფალი ადგილები იყო.

„რაში ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენი ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი? ვერ გავიგე ახლა მე. დავნიშნე დიახ, მოვედი, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი“, – განაცხადა „ტვ 25“-ის ეთერში სულიკო ბლადაძემ.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სანდასუფთავების სამსახურში ფიქტიურად დასაქმებული პირებს უარყოფს და აცხადებს, რომ გასული წლის აუდიტის დასკვნაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ჟურნალისტებთან არაკორექტული საუბრის გამო გათავისუფლდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო