სოფელ ალვანის მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფი თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს დააკვირდება

სოფელს ალვანის მოსახლეობა სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს დააკვირდებიან. ამის შესახებ ალვანის მოსახლეობის წარმომადგენლებმა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადეს.

ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობასა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა. ალვანელებმა განმარტეს, რომ სამუშაოებს დააკვირდებიან და თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება პროტესტს გააგრძელებენ.

ამასთან, საგზაო დეპარტამენტი და ტენდერში გამარჯვებული კომპანია "არილი" ხვალიდან ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე დამატებით მძიმე ტექნიკას შეიყვანენ. ასევე, საქონლის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის სპეციალურ ბილიკს მოაწყობენ.

შეგახსსნებთ, რომ ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს, რის გამოც რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. დღეს, დილით კი, მათ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩაშალეს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება