თვითმხილველების ინფორმაციით, ყაზბეგში ვერტმფრენს ჩამოვარდნამდე ცეცხლი გაუჩნდა, იქამდე კი აფეთქების ხმა გაიგეს

თვითმხილველები ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ყვებიან. როგორც „ინტრეპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მათ აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს, რომ „ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი, ხმელეთზე ჩამოვარდა“.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვერტმფრენი, სავარაუდოდ, სოფელ აჩხოტიდან მოფრინავდა და ის სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე უნდა დაფრენილიყო, რა დროსაც, სტეფანწმინდის შესასვლელთან კატასტროფა განიცადა.

ადგილობრივების ცნობით, სავარაუდოდ, გარდაცვლილებს შორის, სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომლები არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო