ამხანაგობა „აქოლისი“ მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს წევრებს შეხვდა

ამხანაგობა „აქოლისი“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად, მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამხანაგობა „აქოლისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საბჭოში მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი რევაზ მამულაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან.

შეხვედრის მიზანი „აქოლისის“ მიერ შესრულებული პირველი ეტაპის სამუშაოების საბჭოსთვის გაცნობა იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა ძირითადი ყურადღება მორატორიუმსა და ქალაქგეგმარებით საკითხებზე გაამახვილეს.

„აქოლისის“ თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს თანამონაწილეობითი დაგეგმვა წარმოადგენს. შესაბამისად, „აქოლისი“ საბოლოო დოკუმენტის შემუშავებამდე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებსა და შეხედულებებს მოისმენს.

„დღევანდელ შეხვედრაზე, „აქოლისმა“ დამსწრეებისგან ის რეკომენდაციები და ქ.მცხეთის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებები მოისმინა, რომელიც სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავებისას იქნება გათვალისწინებული.

მსგავის ტიპის შეხვედრები უკვე გაიმართა ქალაქ მცხეთის მოსახლეობასთან, ქ.მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქალაქ მცხეთის სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და მედიის წარმომადგენლებთან,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა