სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალიწინებს 800 მ3 რეზერვუარის, საქლორატოროს, მაგისტრალის მილსადენის, გამანაწილებელი ქსელის და ღობის ლითონის გალვანიზირებული ბადით მოწყობას.

კასპის მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს „სპეცჰიდრომშენი“ ასრულებს, რომელზეც 507 108 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინსებით ხორციელდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს