ლატვიის რესპუბლიკის ადაჟის მუნიციპალიტეტსა და დუშეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ადაჟის თვითმმართველობის მიწვევით აღნიშნულ მუნიციპალიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და ადაჟის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარის სპრინჯუკი. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მართვის პრაქტიკის, დაგეგმილი პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

„ადაჟის მუნიციპალიტეტი რიგასთან ახლოს მდებარეობს და ლატვიის ტოპ 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, გამოირჩევა განვითარების მაღალი დინამიკითა და უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

ვიზიტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ადგილობრივი ქარხნები და გამართეს შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.

ოფიციალურ დელეგაციას თან ახლდა ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი „ქალილო“, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულ ფესტივალში „გაუიას დღეები“ და ასევე საკუთარი შემოქმედება წარმატებულად წარადგინა ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ქვეყნის მასშტაბით, ზაფხულის პირველ კვირა დღეს ყოველწლიურად ტრადიციული ღონისძიება ტარდება.

ლატვიის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ხოლო ადაჟის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მესამე მუნიციპალიტეტია, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა“, - ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო