შსს-ს წარმომადგენელი - საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ექსპერტიზები დაინიშნება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება ექსპერტიზები, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვასილ პეტრიაშვილმა, ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„მომხდარი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაცვლილია 3 ადამიანი - პილოტი, პილოტის დამხმარე და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება ექსპერტიზები და ექსპერტიზების პასუხის შემდეგ, ცნობილი გახდება მიზეზი, თუ რის გამო ჩამოვარდა ვერტმფრენი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად,“ - განაცხადა ვასილ პეტრიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა