ქუთაისში ნანა კოსტავას საწინააღმდეგო სტიკერები - „ნანა წადი“ გააკრეს

ქუთაისში საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას საწინააღმდეგო სტიკერები გააკრეს. ქუჩებში სამოქალაქო აქტივისტებმა „ნანა წადი“ დღეს გამოაკრეს.
„ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა აგოს პასუხი. არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

























