აჭარის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დამტკიცდა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებები 11 ხმით დამტკიცდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტი ბიუჯეტის დაახლოებით 18 მილიონ 159 ათასი ლარით გაზრდას ითვალისწინებს, საიდანაც დაახლოებით 6 მილიონი ლარი საშემოსავლო ნაწილზე მოდის. ცვლილებების გათვალისწინებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაახლოებით 342 მილიონი ლარით განისაზღვრება.

პროექტის თანახმად, იზრდება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, გაზრდილი ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარი კი მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, თანამომხსენებელმა - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ - კომიტეტის დადებითი დასკვნა წარმოადგინა და კოლეგებს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პროექტი უარყოფითად შეაფასა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კანონის პროექტი 11 ხმით 4-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს და უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილება 10 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს. ანგარიშთან დაკავშირებით, დასკვნა წარმოადგინა აჭარაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა კახაბერ კირტავამ.

10 ხმით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“.

აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს. ერთხმად დამტკიცდა დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ, რომელიც მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. კანონის პროექტი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებებისათვის საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს.

სხდომას აჭარის მთავრობის, მედიის წარმომადგელები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ