ვლადიმერ   მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭო პარლამენტს წარუდგენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დადგენილების პროექტი მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

მათი ინფორმაციით, ცვლილებით იზრდება აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში.

„კანონპროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების, ასევე სისტემური ხარვეზების გამოვლენის უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს, აამაღლებს და გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ამავე უწყებებს ენიჭებათ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. მათ, ასევე, ეძლევათ საშუალება, დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენას, რაც აჭარაში არსებულ 229 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კანონპროექტი წარედგინება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტში ინიცირებისთვის.

აღნიშნული კანონპროექტი, ლადო მგალობლიშვილის მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება. პირველი ინიციატივა ავტონომიურ რესპუბლიკებში საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო