ბორჯომის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მეცხრეკლასელი გოგონების  გაუჩინარების შესახებ პოლიციას მას შემდეგ აცნობეს, რაც ისინი გაკვეთილზე არ მივიდნენ

ჩვეულებრივი მოსწავლეები იყვნენ, არანაირი საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს, - ამის შესახებ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ჯული ჯინჯოლავამ სკოლის მოსწავლეების გაუჩინარების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„გაკვეთილების დასრულების შემდეგ წავიდნენ სახლში, დილით არ მოვიდნენ, გაკვეთილების დაწყებისთანავე, დამრიგებელმა ინფორმაცია გადაამოწმა მშობლებთან. ისინი წამოსულები იყვნენ სკოლაში, დავიწყეთ დაკავშირება მათთან, მშობლებიც ეძებდნენ ჩვენთან ერთად და საათნახევრის შემდეგ შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას“, - განუცხადა „ინტრეპრესნიუსს“ აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

კითხვაზე, რა იცოდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ისინი ადრეც იყვნენ გაუჩინარებულები, სკოლის დირექტორმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძებო სამუშაოები და ამ დროისთვის ახალი არაფერია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც სამართალდამცავები ეძებენ, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან. გოგონები დილიდან არავის უნახავს. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს