10 უკრაინელი ბავშვი თბილისიდან  სამშობლოში დაბრუნდა

10 უკრაინელი ბავშვი სამშობლოში უკვე გაფრინდა. არასრულწოვნებით ვაჭრობაში ბრალდებულ იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, ბავშვების გადასაყვანად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარი ბორტი გამოაგზავნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვების უკრაინაში გადაყვანის საკითხზე დღეს შს მინისტრის მოადგილეს, მთავარი პროკურორის მოადგილესა და უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შორის შეხვედრა გაიმართა.

“როგორც მოგეხსენებათ 10 ბავშვი, რომლებიც ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა საქართველოში ჩამოიყვანა, უკრაინის მოქალაქეები არიან. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მთავარი პროკურორის მოადგილესა და უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ბავშვთა უფლებების საკითხებში შეხვედრა გაიმართა. უკრაინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვებზე ზრუნვა უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელდეს. პროცესში ჩართულია უკრაინის სახელმწიფო სოციალური სამსახური. რაც შეეხება ბრალდებულ იულია სუსლიაკს, ის პატიმრობაში რჩება, მის მიმართ გრძელდება გამოძიება, მას ტრეფიკინგში ედება ბრალი", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო