ჩაქვთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ჩაქვთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სარკინიგზო ლიანდაგებს კვეთდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. მემანქანემ დამუხრუჭება მოასწრო, რის შედეგადაც, მამაკაცმა შეჯახებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლითაა დაწყებული, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა