„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გაუქმებაზე ინიციატივები წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გაუქმების თაობაზე ინიციატივები წარადგინა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ლიბერთი ბანკი“ დღეს მხოლოდ პენსიონერების გაღატაკებაზე მუშაობს და ამით ბიძინა ივანიშვილი პოულობს სარგებელს.

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ: 1. გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და ის გახდეს 0 %. სესხის აღებისთვის დადგენილი მომსახურების ხარჯი დაფაროს სახელმწიფომ.

2. ეს შეეხოს არა მხოლოდ სამომავლო სესხებს, არამედ ყველა პენსიონერს, ვისაც უკვე წინასწარ აღებული აქვს პენსია ან პენსიით უზრუნველყოფილი სესხი.

3. ყველა პენსიონერს, ვისაც დღემდე პროცენტის გადახდა მოუწია, სრულად აუნაზღაურდეს ბანკის მიერ მათთვის წაგლეჯილი ფული და აღნიშნული საკუთარ თავზე აიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა.

ჩვენ ამ ინიციატივების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვახორციელებთ. თუმცა, ყოველი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები ისეთ გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, არათუ კეთილდღეობაზე, არამედ გადარჩენაზე ფიქრი უწევთ. შესაბამისად, ჩვენ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, რათა ოლიგარქი ივანიშვილი ვაიძულოთ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები.

ეს კამპანია იქნება მრავალფეროვანი, ფართომასშტაბიანი და ჩვენ მივმართავთ საპროტესტო აქტივობების ყველა ზომას“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა