ნათია თურნავა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე - სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყო

მოგეხსენებათ, სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარალამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამის დასტურად მის მიერ „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის” გაცემული დოკუმენტის გაუქმება დაასახელა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ეს დოკუმენტი არ იყო მშენებლობის ნებართვა.

„მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში ვიხილავთ და განვიხილავთ ნებისმიერ სხვა ინიციატივას, თუნდაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღებ ინიციატივას ალტერნატიული საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ.

ეს იმითაც დამტკიცდა, რომ როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თუნდაც მეორეხარისხოვანი დოკუმენტი, რომელიც რატომღაც შერაცხეს სამშენებლო ნებართვად მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსენებათ, სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყო,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის მიღება კომპლექსური საკითხია, ასევე პროცესი ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებაზე მის მინისტრობამდე დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რაც მან მოიმოქმედა.

„მე ჩამონათვალი მაქვს ოცამდე სხვადასვა საკითხის, რაც წარმოდგგენილი და შესრულებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღო და რა თქმა უნდა, ეს პირობები შესრულებული და წარმოდგენილი არ ყოფილა. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, რომელიც როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და ის ძირითადად მომზადდა და შეიკრა ჩემს მინისტრად დანიშვნამდე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია რა მოვიმოქმედეთ.

ტექნიკური დარღვევის გამო ეს დოკუმენტი გაუქმებულია, სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუნდაც უმნიშვნელო დოკუმენტთან დაკავშირებით არ ჩამაყენა დროულად საქმის კურსში, აღარ არის თავის თანამდებობაზე. შესაბამისად, არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება. არასოდეს სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტლებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის იქნება დამაზიანებელი. ესაა მთავარი და პრინციპული, რისი თქმაც მინდა,“ -აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის, პარლამენტში ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე იმართება: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა