ანგარიშის თანახმად, ევროპაში ჰეროინის მოხმარება აღარ იზრდება

„ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრის“ მოხსენების თანახმად, ევროპაში ჰეროინის მოხმარება აღარ იზრდება.

რაც შეეხება ზედოზირებისგან ადამიანების დაღუპვას, როგორც „ბი ბი სი“ წერს, ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ამ კატეგორიის პირების საშუალო ასაკი გაიზარდა და ის 39 წელს შეადგენს მაშინ, როცა 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი 30 წელი იყო.

ორგანიზაცია შიდსით დაინფიცირების შემთხვევებზეც ავრცელებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ შპრიცების საშუალებით დაინფიცირების მაჩვენებელი ათი წლის განმავლობაში 40%-ით დაეცა.

„მთლიანობაში ევროპა რჩება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ერთ-ერთ მსხვილ ბაზრად. 91 მილიონ ადამიანს, ევროკავშირის მოქალაქეთა 27 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა. 18 მილიონ ადამიანს - დაახლოებით 5%-ს გაუსინჯავს კოკაინი. დანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ესპანეთსა და იტალიაში გამოკითხულთა 15%-მა აღიარა, რომ ერთ ჯერზე მეტად გაუსინჯავს ნარკოტიკი. გამოკითხულთა ერთი პროცენტი მსუბუქ ნარკოტიკებს იყენებს ყოველდღე, ან თითქმის ყოველდღე.

კოკაინს ყველაზე ხშირად იყენებენ დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში. აღმოსავლეთში ყველაზე პოპულარულია ამფეტამინები და „MDMA“ (იგივე „ექსტაზი“). ევროკაშირის წევრი სახელმწიფოების ორ მესამედში (ძირითადად დასავლეთ ევროპაში) კოკაინის მოხმარება 2014 წლიდან 35%-ით გაიზარდა. შედეგად სულ იზრდება ზედოზირების, მოწამვლისა და სიკვდილის შემთხვევები, რაც არაპირდაპირ დაკავშირებულია ნარკოტიკების მოხმარებასთან. კოკაინი ძირითადად გულსისხძარღვთა სისტემის ავადმყოფობებს იწვევს“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს