ლევან  ბოძაშვილი - პარლამენტის ეს შემადგენლობა, სახელისუფლებო და ოპოზიციურიც, უნდა შეიცვალოს. წერტილი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტ ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც ბოლო ათწლეულში პირველად მოხდა. მომხდარს დამკვირვებელთა უმრავლესობა იმით ხსნის, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის მიმართ შეკავების პოლიტიკა სულ უფრო მეტად აქტუალური გახდა.

ალიანსის ახალი სტრატეეგია ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს. თქვენ როგორ შეაფასდებდით ალიანსის ახალ სტრატეგიას?

- მრავალი წლის შემდეგ სტრატეგია მეტად მნიშვნელოვან ხაზგასმებს აკეთებს. დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიულ მიზნად კვლავ რჩება რუსეთის შეკავების პოლიტიკა. თუმცა, ამავე დროს დასახელებულია აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით საფრთხეების მატების რისკები, კიბერსაფრთხეები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა.

ეს ყველაფერი ჩვენ რუსული პოლიტიკის ჭრილში უნდა განვიხილოთ, გერასიმოვისა და პრიმაკოვის დოქტრინების ჭრილში. ერთი გულისხმობდა ჰიბრიდული ომის წარმოებას ანუ მუდმივ კონფლიქტს, რასაც ჩვენს თავზე განვიცდით პრაქტიკულად ყოველდღიურად, ხოლო მეორე - ნატოს გაფართოვების შეჩერებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ჰეგემონიის შენარჩუნებას.

დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიულ მიზნად კვლავ რჩება რუსეთის შეკავების პოლიტიკა. თუმცა, ამავე დროს დასახელებულია აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით საფრთხეების მატების რისკები, კიბერსაფრთხეები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა

არის მესამეც - აშშ-ს მსოფლიო ლიდერობის განეიტრალება და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბება. თუმცა, პუტინი სტალინი არ არის და ამას, ბუნებრივია, ვერ შეძლებს. არც ეპოქაა მაშინდელი, რომ კონვენციური, ფიზიკური ადამიანური რესურსების მობილიზების გზით ამის მიღწევა მოხდეს.

ამიტომაც, ჩვენი სტრატეგიული გადასახედიდან უნდა გვესმოდეს, რომ რუსული პოლიტიკის მიზნები დასავლეთთან მიმართებაში განუხორციელებელია და ამის იმედად ყოფნა მხოლოდ თავის მოტყუებაა. ამას ვამბობ პრორუსული განწყობების მატარებელი ადამიანების ყურადსაღებად და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ შეიძლება იყოს გემოვნებითი არჩევანი, ეს არის ეროვნული ინტერესების საკითხი.

დანამდვილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში გეოპოლიტიკური ცივი ომი გარდაუვალია, თუმცა ეს მოხდება ჩინეთსა და ამერიკას შორის. რუსეთი ცდილობს აქ რაიმე გავლენა მოიპოვოს. თუმცა, ჯერ ძალიან უკან არის.

უნდა გვესმოდეს, რომ რუსული პოლიტიკის მიზნები დასავლეთთან მიმართებაში განუხორციელებელია და ამის იმედად ყოფნა მხოლოდ თავის მოტყუებაა. ამას ვამბობ პრორუსული განწყობების მატარებელი ადამიანების ყურადსაღებად და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ შეიძლება იყოს გემოვნებითი არჩევანი, ეს არის ეროვნული ინტერესების საკითხი

ვგულისხმობ ტექნოლოგიურ ცივ ომს, რომელიც ნელ-ნელა ანაცვლებს ომის წარმოების კონვენციურ საშუალებებს, ამიტომაც არის რომ ნატო-ს სტრატეგია უაღრესად დიდ ყურადღებას უთმობს კიბერსაფრთხეებს.

რით არის ეს მნიშვნელოვანი მკითხველს რომ ავუხსნათ: კრიტიკული საჯარო და სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურა დღეს ექვემდებარება ტექნოლოგიურ პროგრესს, პრაქტიკულად არ რჩება მართვის სფერო, სადაც ეს პროცესი არ იყოს შესული ფუნქციონალის დონეზე.

ეს შეეხება შეიარაღებასაც, რომელიც სულ უფრო და უფრო ხდება ე.წ. საგანთა ინტერნეტზე (IOT) დამოკიდებული. ეს უკანასკნელი კი სწორედ ყველაზე ეფექტურად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმართება. თავის მხრივ ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე კონვენციური ომის საჭიროება ქვეყნის ანექსიისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის და ნაკლებად რისკიანია - საკმარისია ტექნოლოგიური ოკუპაცია და იდეოლოგიური გავლენა მოსახლეობაზე სოცმედიისა და ციფრული მედიის საშუალებით.

დანამდვილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში გეოპოლიტიკური ცივი ომი გარდაუვალია, თუმცა ეს მოხდება ჩინეთსა და ამერიკას შორის. რუსეთი ცდილობს აქ რაიმე გავლენა მოიპოვოს. თუმცა, ჯერ ძალიან უკან არის

ამას უნდა დავაბრალოთ მომეტებული განწყობების ცვალებადობა ჩვენთანაც. ამიტომაც, დღეს ტანკის შეყვანაზე უფრო ეფექტური არის განწყობითი მართვის მეშვეობით შესაბამისი მთავრობების ხელისუფლებებში მოყვანა.

ამიტომაც, უსაფრთხოების სექტორის კოორდინაციის მართვისათვის ეს 2 მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აქვე მექნებოდა რამდენიმე რეკომენდაცია ახალი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მიმართ: ა) აუცილებელია ნატოს ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების ფორმატში ჩართვა, ბოლო ასეთი შეხვედრა 28 მაისს შედგა; ბ) ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების პარადიგმიდან მუშაობის დაწყება საბჭოს ფარგლებში; გ) ნატო-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის დაფუძნება საქართველოში; დ) კიბერთავდაცვის შესაძლებლობების შეფასების მომზადება; ე) სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრალიზაცია და უწყებებში მიმოფანტული უაზრო სტრუქტურული ერთეულების საბჭოს კოორდინაციის ქვეშ თავმოყრა; ვ) ახალი კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისი მოქმედების ავტომატური პროცედურის ინსტიტუციონალიზაცია და არაერთი სხვა რამ, რასაც ამ ინტერვიუს ფორმატში ვერ განვავრცობ და რაც აუცილებელია, რათა არამხოლოდ ანალიზის, არამედ კოორდინაციის დონეზეც ქვეყანა ადექვატურად პასუხობდეს დღევანდელ გამოწვევებს.

აშშ-სთან სტრატეგიული მოკავშირეობის ნებისმიერი სტატუსის ამაღლება, პირადად მე, ნატოსთან ინტეგრაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვნად და პერსპექტიულად მიმაჩნია.

ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ შეიძლება მიიღოს აშშ-ის მთავარი არა-წევრი მოკავშირის სტატუსი. ამის თაობაზე, რომ ეს გასაკეთებელი იყო ჩვენთან, მე ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში ვთქვი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ყურადღება არავინ მიაქცია.

აშშ-სთან სტრატეგიული მოკავშირეობის ნებისმიერი სტატუსის ამაღლება პირადად მე, ნატოსთან ინტეგრაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვნად და პერსპექტიულად მიმაჩნია.

- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით რამდენად რეალისტურად გამოიყურება ალიანსის ახალი სტრატეგიის პირველი პუნქტი 1) მოსკოვზე ზემოქმედების გაზრდა სანქციებისა და ბაზების მეშვეობთ?

და კიდევ, - თქვენი აზრით, მისი სრულად ამოქმედების შემთხვევაში რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს იგი რუსეთის შეკავების თვალსაზრისით?

- ევროპული და ევროატლანტიკური კონკურენციის ნარატივის გაჩენა რუსული პროპაგანდის ნაწილად მიმაჩნია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე რეალობებს თვალი არ გავუსწოროთ ტენდენციების დონეზე მაინც.

ევროპული და ევროატლანტიკური კონკურენციის ნარატივის გაჩენა რუსული პროპაგანდის ნაწილად მიმაჩნია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე რეალობებს თვალი არ გავუსწოროთ ტენდენციების დონეზე მაინც

არ ვთვლი, რომ ევროპას შესწევს ძალა და სურვილი, რომ ნატო ჩაანაცვლოს რაიმე სხვა უფრო ეფექტიანი ფორმით. დიახ, იქ არის ტაქტიკურ-ინსტიტუციური განხილვები, თუმცა, ეს არ არის სტრატეგიული ხასიათის, ეს არ არის გარდამტეხი თვისობრივად და საფრთხე ალიანსს არ ემუქრება. მეტსაც გეტყვით, მოვა დრო ნატო იქნება ერთადერთი ალიანსი მსოფლიოში, რომელსაც შეეძლება შეიარაღებაში ხელოვნური ინტელექტის ნეგატიური რისკების განეიტრალება.

რუსული ნარატივია ასევე ისიც, რომ თითქოს ნატო-ს ახალი სტრატეგია მხოლოდ აშშ-ზეა დამყარებული, ამით კრემლის პროპაგანდა ცდილობს პიარული ბზარები გააჩინოს და შექმნას ილუზია, რომ თითქოს ევროპა განუდგა შტატებს.

რუსული ნარატივია ასევე ისიც, რომ თითქოს ნატო-ს ახალი სტრატეგია მხოლოდ აშშ-ზეა დამყარებული, ამით კრემლის პროპაგანდა ცდილობს პიარული ბზარები გააჩინოს და შექმნას ილუზია, რომ თითქოს ევროპა განუდგა შტატებს

ერთადერთი რაც პრობლემურია და გამოჩნდა ევროარჩევნებზე არის ის, რომ იდენტობრივი თემატიკა ეფექტიანად აქვს გამოყენებული რუსულ პროპაგანდასა და სპეცსამსახურებს პარტიული მშენებლობისა და პოლიტიკური ულტრარადიკალიზაციის მიმართულებით.

აქვე გეტყვით, თუ რატომ არის ე.წ. სამხედრო ნეიტრალიტეტი ფუნდამენტური ტყუილი და სიბრიყვე - შვეიცარიის სამხედრო ორგანიზების მაგალითი რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ მისი ნეიტრალიტეტი არამხოლოდ გარედან არის უზრუნველყოფილი, არამედ მძლავრი სამხედრო თავდაცვის ორგანიზებაც გააჩნია, რომელშიც სამხედრო და იდეოლოგიური, ასევე გეოგრაფიული ელემენტები არის იდეალურად შერწყმული.

ვინ დაგვეხმარება თავდაცვის ორგანიზების უზრუნველყოფაში თუ პარტნიორებს ეტყვი, უკაცრავად, ნეიტრალური ვარო?! ამიტომაც არის ეს პოსტულატი ბრიყვული, წინააღმდეგობრივი და მეტიც, ილუზიური

შესაბამისად, სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი ნიშნავს თავდაცვის ორგანიზების არქონას, ჩირგვებში თავის ჩაყოფას და იმის თქმას, რომ ემანდ არავინ შემამჩნიოს და გვერდი ამიაროსო.

ასეთ შემთხვევაში ვინ დაგვეხმარება თავდაცვის ორგანიზების უზრუნველყოფაში თუ პარტნიორებს ეტყვი, უკაცრავად, ნეიტრალური ვარო?! ამიტომაც არის ეს პოსტულატი ბრიყვული, წინააღმდეგობრივი და მეტიც, ილუზიური.

- ნატო-ს ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი. თქვენი დაკვირვებით, ალიანსის ახალ სტრატეგიაში რამდენადაა გათვალისწინებული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს წინაშე არსებული სადღეისო ამოცანები და რამდენად რეალიზებადია ისინი?

- ნატომდე ეროვნულ ამოცანებს სჭირდება მიტანა და შემდეგ გატანა. ეს არის დიდი სამუშაო, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით.

ჩვენი საშინაო დავალებების ეფექტიანი შესრულება არის წინაპირობა მიტანისა და გატანისათვის. დამერწმუნეთ, ყველაფერი რეალიზებადია

ჩვენი საშინაო დავალებების ეფექტიანი შესრულება არის წინაპირობა მიტანისა და გატანისათვის. დამერწმუნეთ, ყველაფერი რეალიზებადია.

- ფაქტია, რომ შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერების თემა თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინცაა კავშირში ანაკლიის პორტის პერსპექტივასთან. ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი შეჩერებული კია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ თემაზე ხელისუფლებამ თავისი გაუგებარი მოძრაობებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშკარად შეუქმნა პრობლემები.

ამ თემაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ მე მაინც ასე გკითხავთ - თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბარი ჯერ კიდევ შევარდნაძემ დაიწყო. ეს იყო 1999 წელი, ეუთოს სტამბულის სამიტის პარალელური სიტუაცია, როდესაც რუსეთის ჯარების გაყვანა გადაწყდა. ამიტომაც აქვს ანაკლიას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური და უსაფრთხოებითი პარადიგმა, რაც ვერ ქნება ვერც ერთ სხვა პორტს ქვეყანაში.

ანაკლია ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიული და გეოგრაფიული ფუნქციის მნიშვნელობას და არის მძლავრი კომპონენტი ამ ფუნქციის რეალობად ქცევაში

რა აზრი აქვს ქვეყნის მთავარი ფუნქციის - სატრანზიტო ფუნქციის - სადღეგრძელოსავით გამეორებას, თუ ის არ განხორციელდა? ამიტომაც, ანაკლია ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიული და გეოგრაფიული ფუნქციის მნიშვნელობას და არის მძლავრი კომპონენტი ამ ფუნქციის რეალობად ქცევაში.

დანარჩენი საკითხები, მათ შორის ნატოს თემატიკა, შავი ზღვის უსაფრთხოება და მიდგომა, რომ „შავი ზღვა ყველასია“ და არა მხოლოდ რუსეთის, არის დამატებითი უსაფრთხოებითი ელემენტები, თუმცა იმდენად ამაღლებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, რომ ეს პორტი რომ არ ავაშენოთ, ზუსტად იგივე განცდა გვექნება რამდენიმე წელიწადში, როცა ზოგჯერ გვიფიქრია - ეს რომ არ გამეკეთებინა, რა მეშველებოდაო.

უნდა ვისწავლოთ საქმის თანმიმდევრულად კეთება, თუ დავიწყეთ ანაკლიის მშენებლობა, ჯერ ის უნდა დავასრულოთ და მერე ვიფიქროთ სხვა რამეზე

რაც შეეხება ფოთის პორტს და კონკურენციას, ამაზე არაერთმა საქმის სპეციალისტმა ისაუბრა და ვეთანხმები უმეტესობის მოსაზრებას, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება, არც შიდა კონკურენციის ხელოვნურად გაჩენაა მართებული, ეს ორივე პორტს დააზარალებდა.

არავინ აზიანებს ქვეყანას ისე, როგორც საკუთარი მერკანტილური ინტერესებით ქვეყნის ხარჯზე მოქმედი პერსონები, რომელთაც ის ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, ძალიან დიდად არ აინტერესებთ

უნდა ვისწავლოთ საქმის თანმიმდევრულად კეთება, თუ დავიწყეთ ანაკლიის მშენებლობა, ჯერ ის უნდა დავასრულოთ და მერე ვიფიქროთ სხვა რამეზე.

არავინ აზიანებს ქვეყანას ისე, როგორც საკუთარი მერკანტილური ინტერესებით ქვეყნის ხარჯზე მოქმედი პერსონები, რომელთაც ის ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, ძალიან დიდად არ აინტერესებთ.

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144 კაციანი სია ცნობილია. ამ თემაზე საუბრისას ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - ხელისუფლება არაფერზე იხევს უკან და ისიც კი არ უნდა, პარლამენტში მოსამართლეების დამტკიცების პროცესში ვინმე „შემთხვევითაც კი არ გაეპაროს“. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ? თუ უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?

- ყველა ხელისუფლებას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პოლიტკომპლექსი - შეიძლება უნდოდეს კიდეც უკან დახევა, მაგრამ არ სურს, რომ ეს უკან დახევად შეფასდეს.

ურჩევნია რომ თქვას, აი, გავითვალისწინე ხალხის აზრი და დავეთანხმეო ვიდრე თქვას, რომ მაიძულესო. ლიას ბოლომდე ვერ დავეთანხმები - შეიძლებოდა ყოფილიყო ჩინჩალაძე, ახლა კი იქნება თადუმაძე, ეს ხომ უკან დახევაა?

ჩვენ მაინც პირებზე ორიენტირებული საზოგადოება ვართ და ე.წ. ანტიკლანურმა კამპანიამაც სწორედ პირებზე ორიენტაციის გამო ვერ გამოიღო სასურველი შედეგი

თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენ მაინც პირებზე ორიენტირებული საზოგადოება ვართ და ე.წ ანტიკლანურმა კამპანიამაც სწორედ პირებზე ორიენტაციის გამო ვერ გამოიღო სასურველი შედეგი.

თუ სისტემის მართვის ბერკეტები იგივე რჩება, ხვალ სავლე ისევ პავლე გახდება და ვინ რა გვარის იქნება რამე მნიშვნელობა აქვს? ნამდვილად არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან როდესაც ნატოზე ვსაუბრობთ, სასამართლოს ნაწილი მთავარი შიდა ამოცანაა, რომელიც ნაწილია შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის სისტემისა.

თუ სისტემის მართვის ბერკეტები იგივე რჩება, ხვალ სავლე ისევ პავლე გახდება და ვინ რა გვარის იქნება რამე მნიშვნელობა აქვს? ნამდვილად არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი

სხვათა შორის, ზელენსკიმაც გაუსვა ამას ხაზი სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და არა შემთხვევით დემოკრატიის კონსოლიდაციისა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე პიროვნული გავლენების შესუსტებისა და ამის გამო წინაპირობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

- 9 ივნისს მთაწმინდის ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება „ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „თავისუფალი დემოკრატებისა და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

ორივე მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მთაწმინდის არჩევნები პრინციპულია. დამკვირვებლები ამ არჩევნებს ტესტადაც კი მოიხსენიებენ. თქვენი დაკვირვებით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების შედეგებით, სავარაუდოდ, რა კითხვებზე მივიღებთ პასუხს?

- არანაირ მნიშვნელობას ამ არჩევნებს არ ვანიჭებ. ერთი წლით ვინ შევა პარლამენტში, რომელიც იქ ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს, ამას არ მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

საერთოდ, ამ პარლამენტში ვინ შევა და ვინ გამოვა არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის. ეს შემადგენლობა, სახელისუფლებო და ოპოზიციურიც უნდა შეიცვალოს და წერტილი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება