ასპინძის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფიაში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან 2 წლის ბიჭი გადმოვარდა. ბავშვი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი დაკვირვების ქვეშაა,

„ბავშვს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა. იმ ტიპის დაზიანება, რამაც შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, გამოხატული არ არის, თუმცა, ნებისმიერი გართულების თავიდან ასაცილებლად, 2 წლის ბავშვი რჩება კლინიკაში და დაკვირვების ქვეშაა“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა