კასპში, სოფელ ხიდისყურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში მომხდარი დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება.

მოკლულის მეზობლების თქმით, პირმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, წლების წინ მომხდარი მკვლელობის გამო, სავარაუდოდ შური იძია. სოფელ ხიდისყურში ამბობენ, რომ გუშინ მოკლულმა მამაკაცმა, წლების წინ, დანაშაულში ბრალდებულის ბიძა მოკლა, რის გამოც აღნიშნულ ოჯახებს შორის კონფლიქტი იყო.

სოფელ ხიდისყურში, სახლის ეზოში, მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა