ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დაჭრეს

ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება დაზარალებულს, მას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში