„სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემები პერფორმანსით გააპროტესტეს

„სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემები პერფორმანსით გააპროტესტეს.
მოძრაობის წევრებმა ქალაქში მოძრავ ტრანსპორტში ტემპერატურა გაზომეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მგზავრობა.
„ტრანსპორტში ტემპერატურა გავზომეთ და იმაზე მეტია, რაც ქუჩაში. ამას ემატება ისიც, რომ ქუჩები გადათხრილია, ვერ აღებენ ფანჯრებს და საცობებში, დახუთულ ტრანსპორტში უწევთ ყოფნა. ჩვენ შევისწავლეთ ხელშეკრულებები, რომლებიც მერიამ კომპანიებთან გააფორმა და აღმოჩნდა, რომ ლიცენზიებში მინიმალური სტანდარები არაა დაცული. მივმართავთ მერიას, გადახედოს ამ ლიცენზებს და მომავალი წლისთვის მინიმალური პირობები მაინც ჩაიდოს, რომ ადამიანებმა მგზავრობა შეძლონ", - განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.
„სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა ტრანსპორტში მყოფ მოქალაქეებს ცივი წყალი დაურიგეს. მათი თქმით, მერია არ ზრუნავს მოსახლეობაზე და ამიტომ თავად ცდილობენ, ადამიანებს დაეხმარონ.

























