ბორჯომში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო

სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტი დააზარალა. მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

სეტყვის შედეგად დაზიანდა ავტომანქანები. უხვი ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებში ნიაღვრები წარმოიქმნა, რამაც მცირე ხნით შეაფერხა ტრანსპორტის გადაადგილება.

მერიის შესაბამის სამსახურებში რამდენიმე შეტყობინება შევიდა სახლების სახურავების დაზიანების და საცხოვრებელ ბინებში წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

„ბორჯომში საკმაოდ ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა, ასევე, შემოვიდა შეტყობინებები სახურავების დაზიანების და ბინებში წყლის ჩასვლის თაობაზე. მობილიზება დროულად მოხდა და მუნიციპალური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირების საფუძველზე, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. კარგად გაატარა უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვრები სანიაღვრე სისტემამ. მხოლოდ რამდენიმე ადგილზე იყო ცოტა ხნით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეფერხებული. ასევე, ბაკურიანის გზის ერთ მონაკვეთზე მოხდა ნიაღვრის წარმოქმნა და ამ წუთებში აღნიშნულ ლოკაციაზეც მუშაობს ტექნიკა“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო