ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი შპს „ავიატორი +“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ავიატორი +“, რომელიც 6 ივნისს ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელია, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შპს „ავიატორი +“-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინაციით, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

„შპს „ავიატორი +“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს 6 ივნისს სტეფანწმინდაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თაობაზე. კომპანიის მენეჯმენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. 6 ივნისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პილოტის მიერ საფრენოსნო გეგმა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადაეცა საქაერონავიგაციას. ბორტზე პილოტის გარდა იმყოფებოდნენ “ავიატორი +ის” ფრენების კოორდინატორი და სასტუმრო “რუმსის” თანამშრომელი - შვეიცარი. თავისი სურვილისამებრ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომელს, აქვს უფლება პილოტთან ერთად შეასრულოს არაკომერციული რეისი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პილოტი ილიკო ბაიდაშვილი მაღალკვალიფიციური სამხედრო მფრინავი იყო 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით. პილოტი ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL) და გავლილი ქონდა საფრენოსნო წვრთნები და სწავლებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. „ავიატორი +“ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ გაცემული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერთიფიკატის მფლობელი კომპანია. იგი ასევე ფლობს კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. ვერტმფრენი მუდმივად გადიოდა ტექნიკურ დათვალიერებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების პროგრამის (AMP) შესაბამისად. ვერტმფრენმა ბოლო ტექნიკური შემოწმება გაიარა 2019 წლის 22 მაისს. „ავიატორი + ის” მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, დადგინდეს ტრაგიკული მოვლენის რეალური მიზეზი. კომპანია თავის მხრივ დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინაციით, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ამავე დროს კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია მწარმოებელთან და იგეგმება მათი წარმომადგენლების ვიზიტი უახლოეს მომავალში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა