ბათუმში „თეგეტა მოტორსმა“ ახალი რეგიონალური ცენტრი გახსნა

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე „თეგეტა მოტორსის“ ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 10 641 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთოს ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. სერვის ცენტრში განთავსებულია მომსახურების 45 ადგილი, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად მოემსახუროს 36 მსუბუქ და 9 სატვირთო ავტომობილს. აღნიშნულ სერვის ცენტრში 100 ადგილობრივი დასაქმდა.

ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაზე, ამასთან ერთად მომხმარებელს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ ისარგებლოს შემდეგი 5 სერვისით: სავალი ნაწილის შემოწმება, ფილტრების შეცვლის სერვისი, ელექტრო დიაგნოსტირება, ფრეონის შემოწმება/დატუმბვა და ფარების გასწორება.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გააერთიანოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.

კომპანიის ცნობით „თეგეტა მოტორსი“ კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო მანქანების და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების და მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედობას და უსაფრთხოებას.

ახალ სერვის ცენტრში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შემდეგი სახის სერვისებით: ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. დიაგნოსტირება, ელექტროობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, დიზელის საწვავის სისტემის ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, თვლების შეყრის გასწორება და კონდიცირების სისტემის გამართვა, ასევე სამრეცხაოს მომსახურება.

სპეცტექნიკის მფლობელები შეძლებენ შემდეგი სერვისებით სარგებლობას: ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. დიაგნოსტირება, ელექტროობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, სახარატო მომსახურება, შედუღებითი სამუშაოების შესრულება და ჰიდრავლიკური სისტემების შეკეთება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა