ატმის მოსავლის დროულად აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებსა და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს ატმის მოსავალზე ინფორმაციის მოპოვებას, სისტემატიზაციას, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების ხელშეწყობას.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა. აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნებიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა