ელენე ხოშტარია - შეშინებული ხელისუფლება  ყველაფერზე მიდიოდა, საარჩევნო  კამპანია, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, ძალიან ბინძური იყო

მთაწმინდელი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც გგონია, რომ სიძულვილის დათესვით, ტყუილების მოგონებით აიძულებ, მიაცემინო ხმა სასურველი კანდიდატისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრთან, ნინო გოგუაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამეს.

„პირველ ტურში ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. კამპანია, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, იყო ძალიან ბინძური, სადაც შეშინებული ხელისუფლება მიდიოდა ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და „ქართული ოცნება“, რომელიც გავარდა, ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან. ჩვენ ვნახეთ პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში და მეასე დაპირება, რომ ამ არჩევნების მერე გამოუშვებენ ამ ადამიანს, თუ მიიღებენ ხმებს. ვნახეთ ზეწოლა, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება, ასევე, გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება, რაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მანვე ისაუბრა „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის შესახებაც, რომელიც შეეხება დისკრედიტაციის კამპანიას „ფეისბუქზე“ მთაწმინდის არჩევნების წინ.

„დღეს ასევე მოგახსენებთ ანგარიშის შესახებ, რომელიც გააკეთა აბსოლუტურად ობიექტურმა, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაციამ გამოიკვლია „ფეისბუქზე“ კამპანია და პირდაპირ თქვა, რომ სიძულვილის, ტყუილების კამპანია შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მიზნით იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი. რამდენიმე ციტატაა საკმარისი, რომ ვნახოთ, თუ რასთან გვქონდა საქმე: „აქ იყო შავგულიძის წინააღმდეგ გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტი, რომელიც იყო ძალადობრივი შინაარსის. ფეისბუქზე ოპოზიციონერი კანდიდატის, შალვა შავგულიძის მიმართ კამპანიას ცალსახად ორგანიზებული და კოორდინირებული სახე აქვს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა