რუსთავის მერმა „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრ-რუსთავში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრ -რუსთავში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციაში, 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უკვე განხორციელდა.

„ივნისის ბოლოს, ცენტრში, ღეროვანი უჯრედების, გენეტიკური და მორფოლოგიური ლაბორატორიები გაიხსნება, სექტემბრიდან კი მულტიფუნქციური სტაციონარი, სადაც თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი რეანიმაციული, ქირურგიული, თერაპიული, კარდეოლოგიურ-ინტერვენციული და სხვა განყოფილებები იმუშავებს.

,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავი“ არა მხოლოდ ქვემო ქართლის, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო დაწესებულება გახდება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სამედიცინო ცენტრში დროებით შეჩერებულია პაციენტების სტაციონარული მომსახურება, მაგრამ ამბულატორია ამჟამადაც სრული დატვირთვით მუშაობს.

ცენტრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სტაციონარის თანამშრომლები, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას”, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა