წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ხარაგაულისთვის მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს

ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით ზარალი, სავარაუდოდ, მილიონ ლარს აჭარბებს. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

„შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვანიდან სოფელ მარელისის კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი. ამავე უბანში აღდგენილია გზა, რომლითაც იქამდე ისარგებლებს მოსახლეობა, ვიდრე დიდვაკე-ლეღვანის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება", -აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.

გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე დააზარალა. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები. აბონენტების ნაწილს ელექტოენერგია არ მიეწოდება. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე და ხარაგაულის მერი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა