მესტიაში, ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილი ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მესტიაში, ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილი ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მესტიაში, ხიდიდან ავტომანქანით გადავარნილი ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ამჟამად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიმდინარეობს იმ ადგილების მონიშვნა, სადაც ხვალ, დილის 5 საათიდან განახლდება სამძებრო სამუშაოები.

ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს.

წუხელ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან ავტომანქანით გადავარდა.