მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გახსნეს

7 ივნისს, გერმანიაში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობებში პროფესორმა როლფ ვან დიკმა, ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ და და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა ენათმეცნიერებისა და კულტუროლოგიის ფაკულტეტზე შოთა რუსთაველის კაბინეტი გახსნეს.

იდეის ავტორმა, ცნობილმა გერმანელმა ქართველოლოგმა, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მმართველმა დირექტორმა, პროფესორმა იოსტ გიპპერტმა წარმოადგინა უნიკალური პროექტი „რუსთაველის გაციფრულება სხვადასხვა ენაზე“, რომლის მიზანია ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია.

გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ფრანკფურტში მოღვაწე და სხვა უცხოელი ქართველოლოგები.

„ზვიად გაბისონიამ და როლფ ვან დიკმა ისაუბრეს რუსთაველის ფონდსა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე“, - აღნიშნულია რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა