გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ზიანი მიაყენა. წყალი შევარდა სახლების სარდაფებსა და პირველ სართულებზე.

„სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, თუმცა, სეტყვას თან ახლდა ძლიერი წვიმა და უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. გორში სწრაფად მოხდა შესაბამისი სამსახურების მობილიზება, ამ დროისთვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამმართველოს და მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ერთობლივად მოქმედებენ და 112-ზე შესულ ყველა შეტყობინებაზე სწრაფად ხდება რეაგირება. ზარები ძირითადად უხვი ნალექის შედეგად სახლებში წყლის შესვლას უკავშირდება. ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა