ფოთში ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფატზე ერთი პირი დააკავეს

ფოთში ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1957 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

"დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შსს-ში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა