ბათუმი ტურიზმის ოსკარად წოდებული დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება"

ბათუმი ტურიზმის ოსკარად წოდებული დაჯილდოების, World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება“. პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „World Travel Awards“-ის დაჯილდოებაზე ქალაქი ბათუმი პირველად იყო წარდგენილი. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყო. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის დელეგაციის წევრები პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.

ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა