მაშველებმა მცხეთაში, ქსნის ციხიდან 7 მოქალაქე ჩამოიყვანეს

მაშველებმა მცხეთაში, ქსნის ციხიდან 7 მოქალაქე ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დახმარება შვიდ ახალგაზრდას სჭირდებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

"შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ეკიპაჟი. ახალგაზრდების ქსნის ციხიდან ჩამოყვანას ძლიერი წვიმა და რთული რელიეფი ართულებდა. ამ დროისთვის თითოეული მათგანი უვნებლად არის და თავს კარგად გრძნობს", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა