ელენე ხოშტარია - დილიდან უბნებზე დარღვევები დაიწყო - ცესკო-ს თავმჯდომარეს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

დილიდან უბნებზე მასობრივი კანონდარღვევები დაიწყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, საარჩევნო უბნებზე პლანშეტის მეშვეობით არ ხდება იმის გადამოწმება, არიან თუ არა ამომრჩევლები აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულნი.

მათი მტკიცებით, ნაკადის მომწესრიგებელმა უნდა შეამოწმოს სიები.

ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრები ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

"დილიდან უბნებზე მასობრივი კანონდარღვევები დაიწყო. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც საარჩევნო უბანზე მიდის, სიაში უნდა გადამოწმდეს, რათა ვიცოდეთ, არის თუ არა იგი იმ უბნის ამომრჩეველი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო არეულობის გარეშე, წინასწარ შედგა ჩვენი პარტიის წევრების შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესთან და შევთანხმდით, რომ ცესკო უზრუნველყოფდა ბევრ პლანშეტს ამომრჩეველთა გადასამოწმებლად. დილიდან პირადად ვიყავი რამდენიმე უბანზე და ასევე, სხვადასხვა უბნებიდან მოგვდის ინფორმაცია, რომ საერთოდ არ იყენებენ პლანშეტებს, რათა გადამოწმდნენ უბანზე მისული ადამიანები. უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ. ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწევს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო