მესტიაში მდინარიდან იმ მანქანის ამოყვანის სამუშაოები განახლდა, რომლითაც ორი ახალგაზრდა ხიდიდან გადავარდა

მესტიაში მდებარე ბეჩო ჭალაში იმ მანქანის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლითაც 7 ივნისს, ორი ახალგაზრდა ხიდიდან გადავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ამ წუთებში ტექნიკა მდინარისთვის კალაპოტის შეცვლაზე მუშაობს, რათა ავტომობილის ამოყვანა შესაძლებელი გახდეს.

ორი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები დღეს გამთენიისას განახლდა. ღონისძიებებში ჩართულია სამაშველო სამსახურების დამატებითი ჯგუფები.

ბეჩოს ხიდთან, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა მდინარეში 7 ივნისს, ღამით გადავარდა.

იხილეთ ვიდეო: მესტიაში მდინარიდან იმ მანქანის ამოყვანის სამუშაოები განახლდა, რომლითაც ორი ახალგაზრდა ხიდიდან გადავარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა