საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური მესტიაში, მდინარეში მანქანით გადავარდნილი ახალგაზრდების ცხედრების პოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სვანეთში, სოფელ ბეჩოში ორდღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.

„ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა