თუშეთის მიმართულებით, პრობლემურ მონაკვეთზე მაღალი  გამავლობის ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი გახდა

თუშეთის მიმართულებით, პრობლემურ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი გახდა. სტიქიის შემდეგ დატბორილ 56-ე კილომეტრზე, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, წყლის დონემ დაიწია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის თქმით, გზა ორივე მხრიდან გახსნილია, ხელოვნურ ტბაზე სამუშაოები გრძელდება და გადაადგილებაც მეტად უსაფრთხოა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, გასული წლის ოქტომბრიდან ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა, 56 -ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბიდან გადმოსულმა წყალმა სამანქანე გზა დაფარა.

გზის გაწმენდით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი და კომპანია „არილო" ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს