ანრი ოხანაშვილი - ძალიან მალე, ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას

ძალიან მალე, ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლადო კახაძე მათი საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერით სარგებლობს.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ფაქტია, რომ ლადო კახაძე ჩვენი ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად ეს მხარდაჭერა კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება. საუბარია დამაჯერებლ უპირატესობაზე. დაველოდოთ შესაბამის დროს და ამას უკვე ოფიციალურად გავიგებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ოფიციალურ შედეგებს, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ ჩვენი საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერა და ასეთივე დამაჯერებელი უპირატესობით სარგებლობს ლადო კახაძე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პრინციპული არჩევანია არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდ, თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარება.

„ასე ვატარებთ ჩვენ არჩევნებს, ეს არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი და ამას არაერთი აღიარება აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შესაძლოა ჩვენ განვიხილოთ როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებად, ამ საკითხებზე მომავალში გვექნება მსჯელობა. ჩვენ ვფიქრობთ „ოდირისა“ და სხვა რეკომენდაციებზე ვიმსჯელოთ და გავაუმჯობესოთ საარჩევნო კანონმდებლობა“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, თუკი სადმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველაფერს შესაბამის დროში ექნება ადეკვატური რეაგირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა