რამაზ საყვარელიძე - ვნახოთ, ოქრუაშვილი როგორი პლატფორმით შემოდის - მის რეიტინგს აღმასვლა „ნაციონალებთან“ მჭიდრო ურთიერთობის გამო გაუჭირდება

ვნახოთ, ოქრუაშვილი როგორი პლატფორმით შემოდის, მაგრამ მას აქვს ერთი მომენტი, რის გამოც მის რეიტინგს აღმასვლა გაუჭირდება და ეს არის „ნაციონალებთან“ მჭიდრო ურთიერთობა,- ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაანონსების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საყვარელიძემ განაცხადა, მესამე ძალაზე საკმაოდ დიდი კონკურსია, თუმცა მოსახელობისთვის გადამწყვეტია, როგორი იქნება ეს მესამე ძალა.

„მესამე ძალაზე ისეთი კონკურსია, უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებს შეშურდება. ყველა კონკურსანტს ელოდება სერიოზული გამოცდა სწორედ იმ მხრივ, რომ მათ კარგად გაითავისონ მოსახლეობის განწყობილებები. მოსახლეობას მესამე ძალა უნდა, ოღონდ ეს მესამე როგორი იქნება სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. ახლაც უამრავი პარტიია, მაგრამ რეიტინგი არ აქვთ. ყველა პარტიას მოუწევს სწავლა, რომ არ გაიმეორონ ის შეცდომები, რაც ურეიტინგო პარტიებს აქვთ. არ ვიცი, ოქრუაშვილი როგორი პლატფორმით შემოდის, მაგრამ მას აქვს ერთი მომენტი, რის გამოც მის რეიტინგს აღმასვლა გაუჭირდება და ეს არის „ნაციონალებთან“ მჭიდრო ურთიერთობა. მთაწმინდის არჩევნებმაც გვიჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოც“ კი, დაბლა წევს კანდიდატის რეიტინგს. ჯერჯერობით ეს სირთულე არსებობს ოქრუაშვილთანაც“,- განაცხადა საყვარელიძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად, რომელთა ვინაობაც ჯერ უცნობია, საკუთარ გეგმებს საზოგადოებას ხვალ გააცნობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა