თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს და ვიცე პრეზიდენტს პედრო ქალადოსს შეხვდა

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს და ვიცე პრეზიდენტს პედრო ქალადოსს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და რეგიონალურ დონეზე წარმატებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. პორტუგალია მზად არის საქართველოს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით. მიმდინარე წელს პორტუგალიელ ვიზიტორთა რიცხვი ქვეყანაში 35 % -ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ უკვე გამართა შეხვედრა მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯონ ლინო თრაქუადა გომესთან, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021 წლის World Travel Award-ის დაჯილდოების ცერემონიალის ბათუმში ჩატარების შესახებ.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი მადეირას რეგიონში დაკავშირებულია ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიასთან, სადაც ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა