გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გიორგი (გეგა) შენგელია, მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

შენგელიამ მადლობა გადაუხადა იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებზე თავისი პოზიცია დააფიქსირეს და მის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს.

„პირველ რიგში მადლობას გიხდით ნდობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ 30 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღმითქვა და იმ ამომრჩევლებსაც, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს. ის სამუშაოები რაც ზუგდიდში მიმდინარეობს აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ჩემთვის მთავარი ყველა ზუგდიდელის ინტერესის გათვალისწინებაა“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მისი უფლებამოსილება, დღეს, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ოფიციალურად ცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა