ანრი ოხანაშვილი - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას შეგვიძლია ნაყოფიერი ვუწოდოთ

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას შეგვიძლია ნაყოფიერი ვუწოდოთ, რადგან ფაქტობრივად, მივაღწიეთ კონსენსუსს, როგორც იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით, ასევე მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა პრინციპულ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გარკვეულ საკითხებს და ამის თაობაზეც დღეს პოზიციები შეჯერდება.

„დისციპლინურ სამართალწარმოების საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, საუბარია იმაზე, რომ ყველა კონკრეტული საფუძვლები, რაც კი შეიძლება გახდეს დისციპლინური სამართალწარმოების მიზეზი, ისე დეტალურად და სრულყოფილადაა გაწერილი, რომ არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება, როგორც ამას 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ყველა კრიტერიუმი ობიექტურადაა გაწერილი, სწორად ჩამოყალიბებული, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე დაფუძნებული და შესაბამისად, ამ საკითხზე არის კონსენსუსი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ბრიტანეთის ელჩი ესწრება თუ არა დღევანდელ შეხვედრას, ვინაიდან არაოფიციალური ინფორმაციით ის პროცესს გაეთიშა, ანრი ოხანაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ პირველად ესმის და ეს ინფორმაცია არ აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა