ხარაგაულში ალტერნატიული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულში ალტერნატიული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულში, სოფელ ლაშეში, მდინარე ჩხერიმელაზე, სტიქიით დაზიანებული ხიდიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ალტერნატიული ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დრომდე სოფლების - ხემაღალის, ღვერკის და ხორითის მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს, ძირულიდან შემოვლითი გზით უკავშირდებოდა. დროებითი რკინის ხიდის მოწყობის სამუშაოებს ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ასრულებს.

რაც შეეხება, 7 ივნისს, ადიდებული მდინარის მოვარდნით მოშლილი ხიდის აღდგენას, სტიქიის საერთო ზარალის ფარგლებში დაზიანება აღწერილია და გადაგზავნილია შესაბამის ფონდში დაფინანსების მოპოვების მიზნით.